Projects


რესურსის  რეფლექსია
რესურსის  სახელწოდება :  ვულკანები (Volcanoes)
საგანი : ინგლისური
კლასი :  I-VI
პედაგოგი: თეა  ჩიკვაიძე
ეროვნული სასწავლო  გეგმის  მიხედვით, დაწყებით  კლასში, კერძოდ  5 კლასში დიდი  ყურადღება  ექცევა ენის  შესწავლას  სხვადასხვა  რესურსებისა  თუ  თვალსაჩინოებების გამოყენებით.
Iუცხ.დაწყ.(II).2. მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
Iუცხ.დაწყ.(II).14. სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედია რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.
სწორედ ამან განაპირობა  რესურსის  შექმნა.
რესურსის  აღწერა:  რესურსის  შესაქმნელად  საჭირო  მასალა : ქაღალდები, წებო, პლასტმასის  ბოთლი, საღებავები, წებოვანი  ლენტი, სოდა,ძმარი.
მუყაოს  ქაღალდზე დამაგრებულია პლასტმასის  ბოთლი, რომელიც  ირგვლივ დაფარულია  ქაღალდებით, ისე  რომ მას  ეძლევა კონუსის  ფორმის  სახე.  ქაღალდები  დაწეპებულია  ერთმანეთზე  და  შემდგომ  გაფერადებულია  საღებავებით, ისე  რომ  ის  ტოვებს  ვულკანის  ეფექტს.
მიზანი : ამ  რესურსის  შექმნა  მიზნად  ისახავდა,  ახლად  მიღებული ლექსიკური და შემეცნებითი   ცოდნის  განმტკიცებას  ვულკანების   შესახებ და  უკვე  ნასწავლი გრამატიკული  მასალის  გამეორებას ხალისით. კერძოდ: პირობითი  წინადადებები, აწმყო განუსაზღვრელი/ განგრძობითი, წარსული განუსაზღვრელი  დროები, წინდებულები.
  ეს  რესურსი  გამოვიყენე  მე-5  კლასში და  მისი  გამოყენების  დროს  შესამჩნევი  გახდა  ის,რომ  მოსწავლეები  ბევრად  უფრო  ხალიასიანად  ასრულებდნენ  მათთვის  მიცემულ  დავალებებს. რესურსს აქვს სასწავლო   დანიშნულება. ის  ძალიან საინტერესოა,რადგანაც  მოსწავლეები  პრაქტიკულად ახდენენ რესურსის  გამოყენებას და  ინგლისურად  აღწერენ ვულკანის  ამოფრქვევის  პროცესს. ასევე საინტერესო და მნივნელივანია  ეს  რესურსი რადგანაც მოსწავლეები ადგენდნენ მარტივ წინადადებებს სხვადასხვა   დროებში და უკვე  იყენებენ რთული კონსტრუქციის  წინადადებსა  და  ლექსიკას. კერძოდ: If  a lot  more  hot  magma  moves  up, it  pushes  the  hard  lava  away. And  the  volcano  erupts  again. მათ შეძლეს  რესურსის დახმარებით ვულკანის  ამოფრქვევის პროცესის  აღწერა  ინგლისურ  ენაზე.
ამ რესურსის   გაკვეთილზე დამუშავებამ ხელი შეუწყო  მოსწავლეებში ენის  ლექსკური  და  გრამატიკული  სტრუქტურების  უკეთ გამოყენებას.
გაკვეთილზე  ამ რესურსის  გამოყენებამ  გაზარდა  მოსწავლეების  ჩართულობა  და  მოტივაცია.ხალისით ადგენდნენ მარტივი  კონსტრუქციის წინადადებებს  ინგლისურ ენაზე.კარგად მოახერხეს გამოეყენებინათ მიღებული  ინფორმაცია ვულკანებiს  შესახებ   და გაუჩნდათ სურვილი სხვა ბუნებრივ მოვლენებზეც  შექმნან  რესურსი ,რათა  მეტად  შეძლონ სხვადასხვა  საკითხებზე  ინგლისურ  ენაზე  გაბმული  მეტყველება.




რესურსის  სახელწოდება :  In  the  mountains
საგანი : ინგლისური
კლასი :  I-VI
პედაგოგი: თეა  ჩიკვაიძე

ეროვნული სასწავლო  გეგმის  მიხედვით, დაწყებით  კლასში, კერძოდ  5 კლასში დიდი  ყურადღება  ექცევა ენის  შესწავლას  სხვადასხვა  რესურსებისა  თუ  თვალსაჩინოებების გამოყენებით.
Iუცხ.დაწყ.(II).10. წერითი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. 
Iუცხ.დაწყ.(II).14. სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედია რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.
 გაკვეთილზე  მოტივაციის  ასამაღლებათ მნიშვნელოვანი გახდა  ტექნოლოგიების  გამოყენება.სწორედ  ამან განაპირობა ელექტრონული   რესურსის  შექმნა.  
რესურსის  აღწერა:   რესურსის  გამოყენება  შესაძლებელია  როგორც  ინდივიდუალურად ისე  ჯგუფურად.  რესურსის  ლინკის  გახსნის  შემდეგ  მოსწავლეები შეძლებენ  თავად  აირჩიონ  სტილი.  ეს  არის  შეჯიბრის  ხასიათის  რესურსი.რესურსში  იხსნება  ფოტო  სურათები,რომლებიც  ჩამოტვირთულია  ინტერნეტიდან  და  მოსწავლეებმა  თავად  უნდა  აარჩიონ სწორი  პასუხები.ეკრანზე  ჩნდება  ცხენები, რომლებიც  სწორი  პასუხის  გაცემის  შემთხვევაში  მიიწევენ  წინ.  სწორედ  ამიტომ  ჰქვია  ამ  რესურსს  დოღი. ხოლო  თემატურად  არის  დაკავშირებული  ბუნებასთან. მოსწავლე,რომელიც მეტ  სწორ პასუხს  აირჩევს  მოიგებს  დოღს.
ვფიქრობ ასეთი  სტილის  სახალისო  სავარჯიშოებით მაღლდება  მოტივაცია და  მიიღწევა  პროგრესი.
მიზანი :  რესურსის  შექმნისას  მიზნად  დავისახე  მოსწავლეების  წახალისება,  ახალად  შესწავლილი  მასალის  განმტკიცება  და  ხალისით  სწავლის  საშუალებით  მათი  მოტივეციის  ამაღლება.
ეს  ელექტრონული  რესურსი  გამოვიყენე  5  კლასში. მოსწავლეები  დიდი  ენთუზიაზმით  ასწულებდნენ  დავალებას და  უნდა  აღინიშნოს,რომ  ისინი  მოუთმენლად  ელოდნენ  შემდეგი  რესურსის  გამოყენებას.  ვფიქრობ  რომ  ამ  რესურსმა  გაამართლა. მათ  მოტივაცია  გაუჩნდათ  რაც  შეიძლება  მეტი  სიტყვა  დაისწავლონ, რათა  შეძლონ  ამ  რესურსების  გამოყენება.  
რესურსის  გამოყენებისას  მესწრებოდნენ  სხვა  საგნის  პადაგოგებიც, რომლებმაც  გადაწყვითეს  გამოიყენონ  ეს  ელ.რესურსი  თავიანთ  გაკვეთილებზე.მაგალითად: მოდიფიცირების  შემთხვევაში  გერმანული  ენის  პედაგოგმა.
 ასევე  მნიშვნელოვანია ,რომ  ეს  რესურსი  არის  მრავალჯერადი  და  მოდიფიცირების  შემთხვევაში, ლექსიკური  მარაგის  გასაუმჯობესებლად   შეუძლია  გამოიყენოს  ნებისმიერ   უცხო  ენას,  ასევე  საბუნებისმეტყველო  საგნებს  და  ი.ს.ტ. -ს.
ამ რესურსის   გაკვეთილზე დამუშავებამ ხელი შეუწყო  მოსწავლეებში ენის  ლექსკური  და  გრამატიკული  სტრუქტურების  უკეთ გამოყენებას.
ამ რესურსის   გამოყენებით  დავრწმუნდი რომ ის მრავალჯერადი  და  მრავალფუნქციურია.





Lizi   Kikabidze  made  a  project  about  Coral  reefs




Giorgi   Mikiashvili  is  the  winner  in  the  reading  competition






პროექტი



პროექტი:Animals
პროექტის თემა: შინაური და გარეული ცხოველები.
პროექტის აქტუალობა:ბავშვები კარგად დაიმახსოვრებენ შესწავლილ მასალას, თუ რომელია შინაური და გარეული ცხოველები, დაიმახსოვრებენ  ცხოველების სახელებს. როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას და შესწავლილი მასალის გამოყენებას.
მოსწავლეთა ასაკი: 9-10 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები ერთად შექმნიან ილუსტრილებულ წიგნებს ცხოველების ნახატებით და ფოტოებით, გამოძერწავენ ცხოველების ფიგურებს პლასტელინის გამოყენებით.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ფერადი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, პლასტელინი, ფურცლები,პლასტმასის  სათამაშოები,(თემატურად)
პროექტის მსვლელობა:
 I დღე:მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მიზნებს და დაყოფს მათ ორ ჯგუფად. ერთჯგუფს დაავალებს გარეული ცხოველების ნახატების და პლასტელინის ფიგურების დამზადებას, მეორეს შინაური ცხოველებისას.
II დღე . უკვე  დამზადებული ფიგურებით  ავაწყობთ  პროექტს.შევქმნით  მინი  ზოოპარკს მიყაოს  ყუთში.
III დღე: მოეწყობა ექვსკურსია ახლო მდებარე ფერმაში.
IV დღე: მოსწავლეები მოიტანენ მათ მიერ დახატულ და მოიძიებულ სურათებს, შინაურ  ცხოველებზე .მასწავლებლის დახმარებით გააკეთებენ ილუსტრირებულ წიგნს. აგრეთვე მოიტანენ მათ მიერ გამოძერწილ ცხოველების ფიგურებს. მოხდება ნამუშევრების შეფასება და საუკეთესო ნამუსშევრების ავტორები  დაჯილდოვდებიან სიგელებით და წამახალისებელი პრიზებით.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგლისური ენა , ბუნებისმეტყველება.
ბუნ.I.1. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვთ.
ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწროს სხეულებს/მოვლენებს შორის მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.
უცხ.დ.I.1.მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითების გაგება.
უცხ.დ.I.10.მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონწილეობა.
უცხ.დ.I.13.მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში.
პროექტის ხელძღვანელი: თ.ჩიკვაიძე
ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა: chikvaidzetea@gmail.com
პროექტის ვებგვერდი,/ბლოგი:https://tikochik.blogspot.com/ 




No comments:

Post a Comment