სამოდელო გაკვეთილის , გამჭოლი კომპეტენცია,მედიაწიგნიერების გამოყენებით.
რეფლექსია
გაკვეთილის ჩატარების დღე: 14.06.2019
სკოლა: ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი|“
კლასი: მე-52
თემა: „მეგობრობა“
მასწავლებელი: თეა ჩიკვაიძე
საგანი: ინგლისური
დრო: 45 წუთი
მიმდინარე წლის 14 ივნისს
სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მე–52 კლასში, თემაზე
„მეგობრობა “
გაკვეთილის მიზანი იყო:
·
მოსმენილი ტექსტის აღქმა-გააზრებას,
·
შეკითხებზე
პასუხის გაცემას,
·
ლექსიკური
მარაგის გამდიდრებას,თემის
ირგვლივ.
·
მარტივი
ინტერაქციში მონაწილეობას.
Iუცხ.დაწყ.(II).1. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და
გაგება.
Iუცხ.დაწყ.(II).2. მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,
Iუცხ.დაწყ.(II).4. ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
Iუცხ.დაწყ.(II).10. წერითი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
გაკვეთილი ჩავატარე 52
კლასში გამჭოლი
კომპეტენცია,მედიაწიგნიერების გამოყენებით. თანამედროვე სამყაროში
მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,ამიტომაც გადავწყვიტე
ამ ტიპის გაკვეთილის
ჩატარება. აქ ყურადღება
ექცევა ერთდროულად ენობრივ , ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს,რომლებოც ანვითარებს
საკომუნიკაციო უნარებს.
მოსწავლეთა წინარე
ცოდნის გასააქტიურებლად გაკვეთილი დავიწყე
ვიდეო კლიპით, რითაც ასევე
მოვახდინე მათი მოტივაციის ამაღლება. მოსწავლეებმა ნახეს
ვიდეო კლიპი და
იმღერეს. აქტივობა იყო ძალიან
სახალისო. ამის შემდეგ მოსწავლეებს
დავუსვი რამოდენიმე შეკითხვა
ვიდეო კლიპის ირგვლივ. მათ კარგად გაართვეს
თავი ამ დავალებას.
შეკითხვების დასმის შედეგად
გაირკვა,რომ მათ სრულად
მოახდენეს ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს
მორიგი დავალება სიტყვების
ქართული თარგმანის ამიცნობაზე, იყო რამოდენიმე
უცხო სიტყვა, მაგრამ ეს სიტყვები იქვე დავამუშავეთ და მათ მოგვიანებით
შეძლეს ამ სიტყვების
გამოყენება გაკვეთილზე. აქტივობები,რომლებიც მოითხოვდა
დროის ლიმიტს, წარმატებით ჩატარდა. მოსწავლეები ცდილობდნენ
დაეცვათ რეგლამენტი და არ ყოფილა
საჭიროება ამ აქტივობების
მოდიფიცირება.
აღსანიშნავია,რომ წერითი და ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება კარგად შეძლეს
მოსწავლეებმა. მათ შასანიშნავად მოახდინეს
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომჟღავნება
და ასევე ჯგუფური
მუშაობის დროს, ჯგუფის ლიდერებმა
კარგად მოახდინეს გაბმული
მეტყველებით გაეკეთებინათ ტექსტების
პრეზენტაციები. იმისათვის,რომ აქტივობები უფრო აზრობრივად ყოფილიყო
დაკავშირებული ერთმანეთთან, საჭიროება გაჩნდა
ორი სავარჯიშოს გადანაცვლება. თუმცა ამას არანაირი უარყოფიტი
ეფექტი არ გამოუწვევია. მომავალში შევეცდები უფრო მეტი
სიზუსტით დავგეგმო ყოველი
აქტივობა.
გამჭოლი
კომპეტენცია,მედიაწიგნიერების გამოყენებით,
ეს იყო
ჩემს მიერ ჩატარებული
გაკვეთილის ტიპი. შერჩეული ტიპის გაკვეთილის
ჩატარება განაპირობა ამ კლასში
თემის აქტუალობამ.
·
ენობრივი,ხმოვანი და
ვიზუალური საშუალებების გამოყენება.
|
გაკვეთილზე მოსწავლეებმა
შეძლეს ესაუბრათ მეგობრობაზე, წაიკითხეს ტექსტი
ბულინგსა და მეგობრობაზე
და გააკეთეს განსხვავებები. იმსჯელეს თემის ირგვლივ და ვთვლი,
რომ ეს
გაკვეთილი და მისი თემა დაეხმარებათ
მათ არამარტო ინგლისური
ენის ცოდნის გაღრმავებაში,
არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დამსწრე პედაგოგებისათვის საინტერესი
ოყო წაკითხული ტექსტის
საპრეზენტაციო ფორმა, რის მიხედვითაც
ჯგუფის ლიდერებმა წარადგინეს
ტექსტის შინაარსი.
ვფიქრობ რომ მიზანი მიღწეულია, მოსწავლეებმა შეძლეს : მოსმენილი ტექსტის აღქმა-გააზრებას, შეკითხებზე
პასუხის გაცემას,ლექსიკური
მარაგის გამდიდრებას,თემის
ირგვლივ. მარტივი ინტერაქციში
მონაწილეობას.
ამ გაკვეთილის ჩატარებით, მასწავლებლებმა,რომლებიც მესწრებოდნენ
აღნიშნეს , რომ მოეწინათ რამოდენიმე
აქტივობა,კერძოდ ვიდეო კლიპის ჩვენებით
გაკვეთილის დაწყება და წაკითხული ტექსტის
პრეზენტაციის ფორმატი. და ისინი აუცილებლად
გამოიყენებდნენ მათ საკუთარ
პრაქტიკაში. ჩემი საგაკვეთილო პროცესები
კი გახდება უფრო ხალისიანი და ნოყიერი.
გამჭოლი კომპეტენცია,მედიაწიგნიერების გამოყენებით, ეს იყო ჩემი გაკვეთილის
ტიპი და ასეთი გაკვეთილების ჩატარება
ხელს შეუწყობს მოსწავლეების
წიგნიერების ამაღლებას.
ყველა აქტივობა გეგმის
მიხედვით წარიმართა, მხოლოდ
ორი აქტივობის ჩატარების განრიგის შეცვდა
გახდა საჭირო, იმისათვის, რომ აქტივობები
აზრობრივად უკეთ დამეკავშირებია.ყველა სხვა აქტივობა განხორციელდა
გეგმისამებრ. გაკვეთილი წარმატებული იყო გონებრივი
იერიშის დროს, როდესაც მოხდა მათი წინარე
ცოდნის გახსენება და მოტივაციის ამაღლება. ამ
პროცესებმა ხელი შეუწყო
გაკვეთილის უკეთ წარმართვაში.
აუცილებლად გავაუმჯობესებდი შეფასების
პროცესს. მომავალში შევეცდები უფრო კონკრეტულად მოვახდინო
შეფასება. ასევე მსგავსი გაკვეთილების
ჩატარებისას გავითვალისწინებ რომ ისეთივე მაღალლი
მოტივაცია ჰქონდეთ მოსწავლეებს
,როგორც ამ გაკვეტილზე, და ვიმუშავებ მეტს, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა
კარგად შეძლონ ინგლისურ
ენაზე კომუნიკაცია და გაბმული მეტყველება.
თეა ჩიკვაიძე
17. 06.2019სამოდელო გაკვეთილი გამჭოლი კომპეტენცია, მედიაწიგნიერება
გაკვეთილის ტიპი
|
გამჭოლი კომპეტენცია,მედიაწიგნიერების გამოყენებით
|
გაკვეთილის
ავტორი
|
თეა ჩიკვაიძე
|
საგანი
|
ინგლისური
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური.კლასი მე-5
|
გაკვეთილის თმა
|
„მეგობრობა“
|
კლასი
|
მე-52
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
8
|
სსსმ მოსწავლე
|
0
|
ე.ს.გ.ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები(საგნობრივი სტანდარტი)
|
Iუცხ.დაწყ.(II).1. სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
Iუცხ.დაწყ.(II).2. მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,
რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
Iუცხ.დაწყ.(I).5
სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების
გაშიფვრა და გაგება.
Iუცხ.დაწყ.(I).3 . ნაცნობ თემატიკაზე
მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
|
გაკვეთილის მიზანი:
გამჭოლი კომპეტენციის მიზანი:
|
მოსწავლეები შეძლებენ:
·
მოსმენილი ტექსტის
აღქმა-გააზრებას,
·
შეკითხებზე პასუხის
გაცემას,
·
ლექსიკური მარაგის
გამდიდრებას,თემის ირგვლივ.
·
მარტივი ინტერაქციში
მონაწილეობას.
·
ენობრივი,ხმოვანი და
ვიზუალური საშუალებების გამოყენება.
·
მრავალგვარი
ფორმის ტექსტების აღქმა
|
წინარე ცოდნა და უნარები
|
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული
წინარე ცოდნა თემის
ირგვლივ. ფლობენ საჭირო სიტყვებსა და ტერმინებს სხვადასხვა
ინტერაქციაში მონაწილეობის მისაღებად.
მათ შეუძლიათ ისაუბრონ მეგობრული და არამეგობრული ადამინების
შესახებ.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
|
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას: “მეგობრობა“
.გაკვეთილის მიზანს. ურიგებს შეფასების რუბრიკებს/კრიტერიუმებს რითაც შეფასდებიან
მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს.დრო 2წთ.
·
აქტივობა 1.
გონებრივი იერიში მასწავლებელი
მოტივაციის ასამაღლებლად გაკვეთილს
იწყებს მუსიკალური კლიპით. მოსწავლეები უყურებენ, უსმენენ და
ცდილობენ იმღერონ. დრო 3 წთ
მუშაობის ფორმა - მთელი კლასი
·
აქტივობა
2. მასწავლებელი
კითხვების მეშვეობით არკვევს
რამდენად გასაგები იყო კლიპი მათთვის. მოსწავლეები
კი თავის მხრივ
პასუხობენ შეძლებისდაგვარად.
დრო 3წთ.
მუშაობის ფორმა - მთელი კლასი
·
აქტივობა 3. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს , ფლიპჩარტზე წინასწარ დაწერილი სიტყვების ამოკითხვასა და გადათარგმნას. მოსწავლეები შეძლებისდაგვარად
კითხულობენ და თარგმნიან მათ. ერთ- ერთ მოსწავლეს მასწავლებელი იძახებს
და წერს თარგმანს,რომელსაც კარნახობენ მოსწავლეები. დრო 2 წთ
მუშაობის ფორმა - მთელი კლასი
·
აქტივობა 4. ამის შემდგომ, მასწავლებელი ურიგებს
ჰენდაუთებს და აძლევს მათ
მითითებას. რაც შეიძლება
მეტი სიტყვა უნდა
იპოვონ და შემოხაზონ ასობგერათა კროსვორდში. ამისათვის ეძლევათ 1წუთი.
3 წთ
მუშაობის ფორმა - წყვილებში.
·
აქტივობა 5. მასწავლებელი მოსწავლეებს
ურიგებს ჰენდაუთებს და უხსნის
თუ რა დავალება
უნდა შეასრულონ მათ (მათ უნდა ამოიცნონ თუ
რომელი ქმედება განსაზღვრავს
მეგობრობას და რომელი არა. მათ უნდა
გააფერადონ შესაბამისი
ღიმილები.). ამ სავარჯიშოს შესრულებისათვის მოსწავლეებს
ეძლევათ გარკვეული დრო,(2 წთ)რომელსაც მასწავლებელი ინიშნავს.დროის გასვლის
შემდეგ მასწავლებელი და
მოსწავლეები ერთობლივად
განიხილავენ სავარჯიშოს. 6წთ
მუშაობის ფორმა - მთელი კლასი
·
აქტივობა 6. მასწავლებელი ასმენიებს მოსწავლეებს ტექტს. მოსწავლეები
მოსმენასთან ერთად პარალელურად კითხულობენ
ტექსტს და ახდენენ
მის გაგება-გააზრებას. 5წთ მუშაობის ფორმა - მთელი კლასი
·
აქტივობა 7. მასწავლებელი კითხვა პასუხის
რეჟიმში ახერხებს გაიგოს,თუ რამდენად მოახერხეს
მოსწავლეებმა ტექსტის მოსმენით გაგება-გააზრება.
5წთ
მუშაობის ფორმა - მთელი კლასი
·
აქტივობა 8. მასწავლებელი
მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად,ურიგებს მათ ჰენდაუთებს და აძლევს
ინსტრუქციას. მათ უნდა წაიკითხონ
ტექსტი და შეავსონ საპრეზენტაციო
ფურცელი( იხ.დანართი 1.). ამისათვის
მათ მიცემული აქვთ დრო 5
წუთი. დროის გასვლის შემდგომ
ჯგუფიის ერთ -ერთი წევრი გააკეთებს პრეზენტაციას და
გააცნობს მეორე ჯგუფს ტექსტის
დეტალებს. 9 წთ.
მუშაობის ფორმა - ჯგუფური
·
აქტივობა
9. მასწავლებელი ახალი
მასალის შეჯამების მიზნით
მოსწავლეებს თხოვს
ფლიპჩარტზე დაწერონ ზედსართავი
სახელები,რომლებიც კავშირშია სიტყვასთან „მეგობარი“. 3წთ
მუშაობის ფორმა - მთელი კლასი
აქტივობა 10.
საშინაო დავალება
ახალი სიტყვების
გამოყენებით მოკლედ (20-30 სიტყვით
) აღწერეთ მოთხრობის ‘ The
professor and the ferryman ‘ -ის დადებითი პერსონაჟი. ასევე ურიგებს მათ კითხვარს(იხ.დანართი 2) შესავსებათ მომდევნო გაკვეთილისათვის. დრო 1წთ
მუშაობის ფორმა - მთელი კლასი
შეფასება
მასწავლებელი მოსწავლეებს
აძლევს განმავითარებელ შეფასებებს. დრო 3წთ
მუშაობის ფორმა - მთელი კლასი
|
სასწავლო რესურსი
|
ლეპტოპი, ჰენდაუთები, წიგნი, ფლიპჩარტი, მარკერი, კალამი.პროექტორი,მეხსიერების ბარათი.
|
დანართი 1
Our
opinion of the story
Title of the
story :____________________________________________
The story
is about
___________________________________________
____________________________________________________________
____________________________________________________________
Our favorite character
is _____________________________________
Because
______________________________________________________
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
We liked the part
when _______________________________________
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
The moral
of the story
is _____________________________________
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
Thank you for
your attention !
|
დანართი 2
იყო თუ არა გაკვეთილი
საინტერესო?
|
|
რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
|
|
რისი გაუმჯობესება გჭირდება ?
|
|
თემა, რომელზეც მეტს
ისწავლიდი მომავალში?
|
შეფასება: განმავითარებელი
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
საშუალოზე მაღალი
|
მაღალი
|
მოსმენილი ტექსტის გააზრება
|
ვერ ახერხებს მიღებული ინფორმაციის
გააზრებას.
|
ნაწილობრივ გებულობს მხოლოდ
მარტივ ენაზე ნათქვამ
წინადადებებს.
|
ახერხებს მოსმენილი ინფორმაციის
გააზრებას, მაგრამ უჭირს მათი მატივ ინტერაქციაში გამოყენება.
|
უშეცდომოდ ახდენს მოსმენილის
გააზრებას და და უნაკლოდ შეუძლია გამოიყენოს ის ინტერაქციაში.
|
მიცემული დავალების შესრულება
|
არ შეუძლია შეასრულოს მიცემული დავალება
|
დახმარების გარეშე ვერ ახერხებს მიცემული
დავალების შესრულებას
|
ასრულებს დავალებას ,მაგრამ შეცდომებით
|
უშეცდომოდ და დაუხმარებლად ასრულებს მიცემულ დავალებას
|
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
|
ვერ ახერხებს თანატოლებთან თანამშრომლობას და კომუნიკაციას
|
უჭირს თანამშრომლობა ურთიერთობა და კომუნიკაცია
|
ახერხებს კომუნიკაციას,მაგრამ უჭირს თანამშრომლობა
|
თავისუფლად თანამშრომლობს და ეკონტაქტება თანატოლებს
|
ახალი ლექსიკური ერთეულების
გამოყენება.
|
ვერ ახერხებს ლექსიკური
ერთეულების დამახსოვრებასა და გამოყენებას.
|
ახერხებს მხოლოდ მარტივი ლექსიკური
ერთეულების დამახსოვრებას , მაგრამ
ვერ ახდენს მის გამოყენებას
პრაქტიკაში.
|
სრულად ახერხებს ახალი
ლექსიკური ერთეულების დამახსოვრებას, და შეძლებისდაგვარად იყენებს
მათ პრაქტიკაში.
|
უნაკლოდ იმახსოვრებს ყველა
ახალ ლექსიკურ ერთეულს
და ასევე ახდენს
მათ პრაქტიკაში გამოყენებას.
|
შეკითხვების აღქმა,გააზრება და პასუხის
გაცემა.
|
ვერ ფლობს კითხვა-პასუხის უნარ-ჩვევებს
|
ვერ ახერხებს კითხვის ბოლომდე გააზრებას და უჭირს
პასუხის გაცემა
|
მეტწილად ახერხებს შეკითხვის გაგებას
და ცდილობს პასუხის
გაცემას. გამოსდის ნაწილობრივ.
|
ზუსტად აღიქვამს კითხვის
შინაარსს და ასევე
კარგად გააზრებულად პასუხობს მას.
|
ჯგუფური
მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა
წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა
დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს
ორგანიზება
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული
ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო არ იყო განაწილებული
|
სამუშაო ორგანიზებული
იყო , მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის არათანაბრად განაწილდა
|
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული
, ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო თანაბრად განაწილდა
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა
|
ჯგუფის რამოდენიმე წევრი არ აქტიურობდა
|
ჯგუფის წევრების უმეტესობა აქტიურობდა
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურობდა
|
ურთიერთ მოსმენისა და
აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ , არ უსმენენ
ერთმანეთს , არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ , ნაკლებად
იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და
იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ
დროში
|
უმნიშვნელოდ გადააცილეს
დროს
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
დანართი 1
დანართი 2
გაკვეთილის გეგმა
ვლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: თეა ჩიკვაიძე
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: 5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 9
გაკვეთილის თემა: ველური ცხოველები.
გაკვეთილის მიზანი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:
ü გაიღრმაონ ცოდნა უკვე ნასწავლი ცხოველების შესახებ.
ü გაეცნონ ახალი ცხოველების შესახებ ინფორმაციას.მათ სახელწოდებებს, ტიპს,საცხოვრებელ არეალს და თავისებურებებს.
ü თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი პროექტების წარდგენას.
ü თითოეული მათგანის ადგილს კვებით ჯაჭვში და ადამიანების დამოკიდებულებებს მათ მიმართ.
ü პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წ)
|
1
|
მასწავლებელი წარადგენს საგაკვეთილო თემას და ამ თემასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას,რომელშიც მოსწავლეებიც არიან ჩართულნი.
|
პრეზენტაცია
|
მთელი კლასი
|
ppt
| |
2
|
მოსწავლეები წარადგენენ დავალებების სახით მოცემულ პროექტებს
|
პრეზენტაცია
|
ინდივიდ.
|
სხვადასხვა
| |
3
|
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად.
მასწავლებელი უკითხავს გამოცანებს (Riddles) ცხოველების შესახებ თითოეულ გუნდს ინგლისურ ენაზე. მოსწავლეები იცნობენ მათ და იმსახურებენ ერთ ქულას სწორ პასუხში.
|
კონკურსი
|
ჯგუფური
|
დაფა,ცარცი, წიგნი
| |
4
|
მასწავლებელი საუბრობს საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების შესახებ და წარადგენს დამატებით ინფორმაციას რამოდენიმე მათგანზე.
|
პრეზენტაცია
|
ppt
| ||
5
|
მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მიმდინარეობს დისკუსია იმ ვიდეოს შესახებ,რომელსაც მასწავლებელი წარადგენს.
|
დისკუსია
|
ვიდეო
| ||
6
|
საშინაო დავალება
| ||||
7
|
შეფასება
(განმავითარებელი)
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ.დ.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება .
უცხ.დ.V.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ.V.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება.
უცხ.დ.V.22. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
უცხ.დ.V.27. მოსწავლეს შეუძლია< თანაკლასელებთან ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შეფასება: განმავითარებელი
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
საშუალოზე მაღალი
|
მაღალი
|
წაკითხულის / მოსმენილის გააზრება
|
არ შეუძლია ამოეცნოს ენის ერთეულები და ვერ ახერხებს მიღებული ინფორმაციის აღქმას
|
ნაწილობრივ ამოიცნობს ლექსიკურ ერთეულებს და გებულობს მხოლოდ მარტივ ენაზე ნათქვამ მითითებებს.
|
ახერხებს ლექსიკური ერთეულების ამოცნობას ინტერაქციაში,მაგრამ უჭირს მათი მატივ ინტერაქციაში გამოყენება
|
უშეცდომოდ ამოიცნობს ლექსიკურ ერთეულებს და უნაკლოდ შეუძლია მოსმენილი მასალის აღქმა
|
მიცემული დავალების შესრულება
|
არ შეუძლია შეასრულოს მიცემული დავალება
|
დახმარების გარეშე ვერ ახერხებს მიცემული დავალების შესრულებას
|
ასრულებს დავალებას ,მაგრამ შეცდომებით
|
უშეცდომოდ და დაუხმარებლად ასრულებს მიცემულ დავალებას
|
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
|
ვერ ახერხებს თანატოლებთან თანამშრომლობას და კომუნიკაციას
|
უჭირს თანამშრომლობა ურთიერთობა და კომუნიკაცია
|
ახერხებს კომუნიკაციას,მაგრამ უჭირს თანამშრომლობა
|
თავისუფლად თანამშრომლობს და ეკონტაქტება თანატოლებს
|
ტექნოლოგიების გამოყენება
|
ვერ ფლობს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს
|
მიზანმიმართულად ვერ იყენებს ისტის ტექნოლოგიებს
|
მეტწილად ახერხებს ტექნოლოგიების გამოყენებას
|
მიზანმიმართულად და იყენებს ისტს
|
მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და /ან რუბრიკები ( თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
ხელმოწერა: თ.ჩიკვაიძე
თარიღი: *******************
გამოყენებული მასალები:
Ppt ფაილი 1 პრეზენტაციისთვის---------
Ppt ფაილი საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების შესახებ--------
No comments:
Post a Comment