Sunday, 23 June 2019

ჩემს  მიერ  შექმნილი  ელექტრონული  რესურსების  ლინკები.

An  Animal  Dictionary.


https://learningapps.org/display?v=pktx8o9s319



A  Crossword  for  5th  graders.


https://learningapps.org/display?v=p3vxd32gk19



A  Horse   Racing  Competition.

https://learningapps.org/display?v=pcdoxrbyj19
სამოდელო   გაკვეთილის ,    გამჭოლი კომპეტენცია,მედიაწიგნიერების  გამოყენებით.                                                                                               რეფლექსია

გაკვეთილის ჩატარების დღე: 14.06.2019 
სკოლა: ქართულ-ამერიკული სკოლაპროგრესი|“ 
კლასი: მე-52
თემა:  „მეგობრობა“
მასწავლებელი: თეა  ჩიკვაიძე     
საგანი: ინგლისური 
დრო: 45 წუთი 
მიმდინარე წლის 14  ივნისს  სამოდელო  გაკვეთილი ჩავატარე  მე–52 კლასში, თემაზე  „მეგობრობა  “
გაკვეთილის მიზანი იყო 
·         მოსმენილი ტექსტის აღქმა-გააზრებას,
·         შეკითხებზე  პასუხის  გაცემას,
·         ლექსიკური  მარაგის  გამდიდრებას,თემის ირგვლივ.
·          მარტივი  ინტერაქციში  მონაწილეობას.

Iუცხ.დაწყ.(II).1. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
Iუცხ.დაწყ.(II).2. მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,
Iუცხ.დაწყ.(II).4. ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
Iუცხ.დაწყ.(II).10. წერითი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

              გაკვეთილი  ჩავატარე  5კლასში გამჭოლი კომპეტენცია,მედიაწიგნიერების  გამოყენებით.  თანამედროვე  სამყაროში  მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენება,ამიტომაც  გადავწყვიტე  ამ  ტიპის  გაკვეთილის  ჩატარება.  აქ  ყურადღება  ექცევა  ერთდროულად  ენობრივ , ხმოვან  და  ვიზუალურ  საშუალებებს,რომლებოც  ანვითარებს  საკომუნიკაციო  უნარებს.                                                                                     
         მოსწავლეთა  წინარე  ცოდნის  გასააქტიურებლად გაკვეთილი  დავიწყე  ვიდეო  კლიპით, რითაც  ასევე  მოვახდინე  მათი  მოტივაციის ამაღლება. მოსწავლეებმა  ნახეს  ვიდეო  კლიპი   და  იმღერეს. აქტივობა  იყო  ძალიან  სახალისო. ამის  შემდეგ  მოსწავლეებს  დავუსვი  რამოდენიმე  შეკითხვა  ვიდეო კლიპის ირგვლივ. მათ  კარგად  გაართვეს  თავი ამ  დავალებას. შეკითხვების  დასმის  შედეგად  გაირკვა,რომ  მათ  სრულად  მოახდენეს  ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
          მოსწავლეებმა წარმატებით  შეასრულეს  მორიგი  დავალება  სიტყვების  ქართული  თარგმანის  ამიცნობაზე, იყო  რამოდენიმე  უცხო  სიტყვა, მაგრამ  ეს  სიტყვები  იქვე  დავამუშავეთ  და  მათ  მოგვიანებით  შეძლეს  ამ  სიტყვების  გამოყენება  გაკვეთილზე.  აქტივობები,რომლებიც  მოითხოვდა  დროის  ლიმიტს, წარმატებით  ჩატარდა. მოსწავლეები  ცდილობდნენ  დაეცვათ  რეგლამენტი  და  არ  ყოფილა  საჭიროება  ამ  აქტივობების  მოდიფიცირება.
        აღსანიშნავია,რომ  წერითი  და  ზეპირი  მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება  კარგად  შეძლეს  მოსწავლეებმა. მათ  შასანიშნავად  მოახდინეს  საკომუნიკაციო  უნარ-ჩვევების  გამომჟღავნება  და  ასევე  ჯგუფური  მუშაობის  დროს, ჯგუფის  ლიდერებმა  კარგად  მოახდინეს  გაბმული  მეტყველებით  გაეკეთებინათ  ტექსტების  პრეზენტაციები. იმისათვის,რომ   აქტივობები  უფრო  აზრობრივად  ყოფილიყო  დაკავშირებული  ერთმანეთთან, საჭიროება  გაჩნდა  ორი  სავარჯიშოს  გადანაცვლება. თუმცა  ამას  არანაირი  უარყოფიტი  ეფექტი  არ  გამოუწვევია. მომავალში შევეცდები  უფრო მეტი  სიზუსტით  დავგეგმო  ყოველი   აქტივობა.
          გამჭოლი კომპეტენცია,მედიაწიგნიერების  გამოყენებით, ეს  იყო  ჩემს  მიერ  ჩატარებული  გაკვეთილის  ტიპი. შერჩეული  ტიპის  გაკვეთილის  ჩატარება  განაპირობა ამ  კლასში    თემის  აქტუალობამ.
·         ენობრივი,ხმოვანი  და  ვიზუალური  საშუალებების  გამოყენება.
         გაკვეთილზე  მოსწავლეებმა  შეძლეს  ესაუბრათ  მეგობრობაზე, წაიკითხეს  ტექსტი  ბულინგსა  და  მეგობრობაზე  და  გააკეთეს  განსხვავებები. იმსჯელეს  თემის  ირგვლივ  და  ვთვლი, რომ  ეს  გაკვეთილი  და  მისი  თემა  დაეხმარებათ  მათ  არამარტო  ინგლისური  ენის  ცოდნის  გაღრმავებაში,  არამედ  ყოველდღიურ  ცხოვრებაში.
      დამსწრე  პედაგოგებისათვის  საინტერესი  ოყო  წაკითხული  ტექსტის  საპრეზენტაციო  ფორმა, რის  მიხედვითაც  ჯგუფის  ლიდერებმა  წარადგინეს  ტექსტის  შინაარსი.
      ვფიქრობ  რომ  მიზანი  მიღწეულია, მოსწავლეებმა  შეძლეს : მოსმენილი ტექსტის აღქმა-გააზრებას, შეკითხებზე  პასუხის  გაცემას,ლექსიკური  მარაგის  გამდიდრებას,თემის ირგვლივ.  მარტივი  ინტერაქციში  მონაწილეობას.
ამ  გაკვეთილის  ჩატარებით, მასწავლებლებმა,რომლებიც  მესწრებოდნენ  აღნიშნეს , რომ  მოეწინათ  რამოდენიმე  აქტივობა,კერძოდ  ვიდეო კლიპის  ჩვენებით  გაკვეთილის  დაწყება  და   წაკითხული  ტექსტის  პრეზენტაციის  ფორმატი. და  ისინი  აუცილებლად  გამოიყენებდნენ  მათ  საკუთარ  პრაქტიკაში. ჩემი  საგაკვეთილო  პროცესები  კი  გახდება  უფრო  ხალისიანი  და  ნოყიერი. 
გამჭოლი კომპეტენცია,მედიაწიგნიერების  გამოყენებით, ეს  იყო  ჩემი  გაკვეთილის  ტიპი  და  ასეთი  გაკვეთილების  ჩატარება  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეების  წიგნიერების  ამაღლებას.
ყველა  აქტივობა  გეგმის  მიხედვით  წარიმართა,  მხოლოდ  ორი  აქტივობის  ჩატარების განრიგის  შეცვდა  გახდა  საჭირო, იმისათვის, რომ  აქტივობები  აზრობრივად  უკეთ  დამეკავშირებია.ყველა  სხვა  აქტივობა  განხორციელდა  გეგმისამებრ. გაკვეთილი  წარმატებული  იყო   გონებრივი  იერიშის  დროს, როდესაც  მოხდა  მათი  წინარე  ცოდნის  გახსენება  და  მოტივაციის  ამაღლება. ამ  პროცესებმა  ხელი  შეუწყო  გაკვეთილის  უკეთ  წარმართვაში.
       აუცილებლად  გავაუმჯობესებდი  შეფასების  პროცესს. მომავალში  შევეცდები  უფრო  კონკრეტულად  მოვახდინო  შეფასება. ასევე  მსგავსი  გაკვეთილების  ჩატარებისას  გავითვალისწინებ  რომ  ისეთივე   მაღალლი  მოტივაცია  ჰქონდეთ  მოსწავლეებს  ,როგორც  ამ  გაკვეტილზე, და ვიმუშავებ  მეტს, იმისათვის, რომ  მოსწავლეებმა  კარგად   შეძლონ  ინგლისურ  ენაზე  კომუნიკაცია  და  გაბმული  მეტყველება.

თეა  ჩიკვაიძე
17. 06.2019